არველაძე: ”ქაირათთან” საინტერესო მატჩი გველის”
7 ივლისს, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩები გაიმართა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის გაწვრთნილმა ”მაკაბიმ” ორი მატჩის ჯამში ”გორიცა” 4:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
თელ-ავივის ”მაკაბის” მთავარმა მწვრთნელმა საკუთარი გუნდის თამაში შეაფასა.
”მეორე ტაიმში ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაში არ მომეწონა. ეს არ არის თამაში, რომელსაც ”მაკაბისგან” ვითხოვ. თუმცა, მომდევნო მატჩამდე გარკვეული დრო ჯერ კიდევ გვაქვს. ”გორიცასთან” პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, მეორე ნახევარი კი ცუდად. ამაზე გავლენა შესაძლოა ფრენამ, ატმოსფერომ და სეზონისწინა მღელვარებამ მოახდინა. ფეხბურთელებს ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ ამხანაგურ მატჩებს ატარებენ.
რაც შეეხება ”ქაირათს”, მას ძალიან კარგი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ყაზახურმა კლუბმა საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატსა და თასზე უკვე 20 მატჩზე მეტი ჩაატარა, ვფიქრობ საინტერესო და სანახაობრივი თამაშები გველის”. – ამბობს შოთი.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თელ-ავივის ”მაკაბი” კახა ცხადაძის გაწვრთნილ ალმათის ”ქაირათს” დაუპირისპირდება. პირველი დაპირისპირება 14 ივლისს, საპასუხო მატჩი კი 21 ივლისს გაიმართება.