“ბაიერნს” სეზონის სტარტზე შესაძლოა ერთ-ერთი ლიდერი დააკლდეს
“ევრო 2016”-ზე გამართულ მეორე ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, დაზიანება მიიღო მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ჟერომ ბოატენგმა. 27 წლის ცენტრალური მცველი შეხვედრის 61-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ შეცვალა.
თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი დაზიანება იმდენად სერიოზულია, დიდი ალბათობით იგი სეზონის სტარტზე “ბაიერნს” ვერ დაეხმარება.
აქვე გეტყვით, რომ მიუნხენური გიგანტი 2016/2017 წლების პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს 14 აგვისტოს დორტმუდის “ბორუსიას” წინაადეგ გერმანიის სუპერ თასზე. რაც შეეხება “ბუნდესლიგას,” “რეკორდმაისტერი” სადებიუტო შეხვედრას გერმანიის ჩემპიონატში 26 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ გამართავს.