იურგენ კლოპი: ახალწვეულთაგან თავი ყველაზე კარგად მანემ გამოიჩინა
იურგენ კლოპის გუნდმა ახალი სეზონისათვის მომზადება უკვე დაიწყო. პრე-სეზონის ფარგლებში “ლივერპულელთა” პირველი მეტოქე “ტრანმირ როვერსი” იყო, რომელიც მინიმალური ანგარიშით, 0-1 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ მატჩში 4 “ლივერპულელის” დებიუტი შედგა – ეჯარიას, მანეს, კარიუსისა და მატიპის. მატჩის შემდეგ, კლოპმა აღნიშნა, რომ პირველ ნახევარში მათგან საუკეთესო სადიო მანე იყო, რომელიც “წითლებმა” “წმინდანებს” წაართვეს.
“სადიო მატჩის პირველ ნახევარში ყველაზე მომხიბვლელი ფეხბურთელი იყო ახალწვეულთა შორის. მას რამოდენიმე კარგი მომენტი ჰქონდა, ამასთანავე ის ბრწყინვალედ შეეწყო რობერტო ფირმინოსაც. ასე რომ მისი დებიუტი შედგა, ყველას რეაქცია ასეთი იყო – “ოჰ, მშვენიერი ტრანსფერია”.
საკმაოდ ნასიამოვნები ვარ მისი თამაშით. მანეს მოსამზადებლად მხოლოდ 10 დღე ჰქონდა. ის ბევრს ვარჯიშობდა. ამ ყველაფრის ფონზე კი მისი ასეთი თამაში ნამდვილად დასაფასებელია.”
კლოპმა კარიუსზეც ისაუბრა: “ლორისი კარგი მეკარეა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. სწორედ ამიტომაც განვახორციელეთ ეს ტრანსფერი.”