75 წლის ლეგენდარული პელე რიგით მესამედ ქორწინდება
ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა, პელე სულ მალე რიგით მესამედ დაქორწინდება. ქორწილი შაბათს, გუარუჟაში გაიმართება.
პელეს რჩეული ამჯერად 50 წლის მარსია სიბელ აოკია, რომელთანაც მას 6-წლიანი რომანი აკავშირებდა. მათი ქორწილი რამოდენიმე წლით ადრე უნდა შემდგარიყო, თუმცა ის პელეს ავადმყოფობის გამო გადაიდო.
წყვილი ერთმანეთს პირველად ოთხმოციან წლებში, ნიუ იორკში შეხვდა, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ 2010 წელს დაიწყო, როცა ისინი კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად უკვე ბრაზილიაში.
რაც შეეხება მის წინა ცოლებს, პელეს პირველი ცოლისაგან, როსიმერი ჩოლბისაგან 3 შვილი ჰყავს, მეორე ცოლისაგან კი – 2 შვილი. პირველ ცოლთან პელე 12 წლის მანძილზე იყო ქორწინებაში, მეორესთან – 14 წლის.