მარიო გიოტცეს არჩევანის გაკეთება “ტოტენჰემსა” და “ბორუსიას” შორის მოუწევს
გერმანული გამოცემის, Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელ ნახევარმცველს, მარიო გიოტცეს არჩევანის გაკეთება ორ გუნდს შორის მოუწევს.
ევრო 2016-ის მიმდინარეობისას, გიოტცეს მამა ორჯერ შეხვდა “ტოტენჰემის” წარმომადგენლებს. მაშინ, როცა მისი “ბორუსიაში” დაბრუნების საკითხი ჯერაც განიხილება.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა უკვე განუცხადა “ბაიერნის” ხელმძღვანელებს რომ ის კლუბის დატოვებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი “ბაიერნში” 2013 წელს გადაბარგდა. მას შემდეგ, გიოტცემ “ბაიერნის” მაისურით 22 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.