ჭანტურიშვილი: ”ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით”
11 ივლისს, ”დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს თბილისის ”დინამოს” მთავარი მწვრთნელი იური იარაბეკი და ნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი პასუხობდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 წუთზე, ”დინამო თბილისსა” და ”ალაშკერტს” შორის გაიმართება.
ვახტანგ ჭანტურიშვილი: ”ფეხბურთელებმა რთული ვარჯიშები გავიარეთ – დღეში სამჯერადი და ახლა ყველა ოპტიმალურ ფორმაში ვიმყოფებით. ”ალაშკერტთან” მატჩი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”
იურაი იარაბეკი: ”დინამო” სომხურ კლუბთან მატჩისთვის სრულფასოვნად არის მომზადებული. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ერთადერთი ქართული კლუბი ვართ, რომელიც ევროასპარეზზე შემორჩა.
ყველა მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა გვსურს, რომ შემდეგი ეტაპის საგზური თბილისშივე მოვიპოვოთ. გუნდის ახალ ლეგიონერებს ძალიან კარგად დავაკვირდით. შემიძლია გითხრათ, რომ ანტონი სკრიბე ძირითადი მეკარე იქნება.”