რიოში 39 სპორტსმენით
11 ივლისს საბოლოოდ გაირკვა, რომ რიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 39 სპორტსმენით წარსდგება. ბოლო ლიცენზია მიიღო სიმაღლეზე მხტომელმა ვალენტინა ლიაშენკომ.
ლიცენზიანტთა შორის არის სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი: 8 ძიუდოისტი, 6 თავისუფალი სტილის მოჭიდავე, 5 ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავე, 5 მძლეოსანი, 3 ძალოსანი, 3 მშვილდოსანი, 2 ტყვიის მსროლელი, 2 მოცურავე, 1 მხატვრული ტანმოვარჯიშე, 1 ბატუტზე მხტომელი, 1 მოფარიკავე, 1 კანოისტი და 1 ჩოგბურთელი.
ძიუდო (6-12 აგვისტო)
ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).
თავისუფალი ჭიდაობა (19-21 აგვისტო)
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ), ზურაბ იაკობაშვილი (65 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (14-16 აგვისტო)
შმაგი ბოლქვაძე (66 კგ), (ზურაბ დათუნაშვილი (75 კგ), რობერტ კობლიაშვილი (85 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (98 კგ), იაკობ ქაჯაია (130 კგ).
მძლეოსნობა (12-21 აგვისტო)
დავით ხარაზიშვილი (მარათონი), ბაჩანა ხორავა (სიგრძეზე ხტომა), ლაშა თორღვაიძე (სამხტომი), ბენიკ აბრამიანი (ბირთვის კვრა), …ვალენტინა ლიაშენკო (სიმაღლეზე ხტომა).
ძალოსნობა (6-16 აგვისტო)
რაულ ცირეკიძე (94 კგ), ლაშა ტალახაძე (+105 კგ), ირაკლი თურმანიძე (+105 კგ)
მშვილდოსნობა (5-12 აგვისტო)
ხათუნა ნარიმანიძე, ქრისტინე ესებუა, იულია ლობჟანიძე
ტყვიის სროლა (6-14 აგვისტო)
ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი
ცურვა (6-13 აგვისტო)
ირაკლი ბოლქვაძე, თეონა ბოსტაშვილი
მხატვრული ტანვარჯიში (19-21 აგვისტო)
სალომე ფაჟავა
ბატუტზე ხტომა (12-13 აგვისტო)
ლუბა გოლოვინა
ფარიკაობა (6-14 აგვისტო)
სანდრო ბაზაძე
კანოე (სპრინტი)
ზაზა ნადირაძე
ჩოგბურთი (6-14 აგვისტო)
ნიკოლოზ ბასილაშვილი
მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით