იარაბეკი: ”სტუმრად სერიოზული ბრძოლა გველის”
”დინამო არენაზე” დასრულებული შეხვედრის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ერევნის ”ალაშკერტი” 2:0 დაამარცხეს, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტების წინაშე იურაი იარაბეკი წარსდგა.
”მიზნად სწრაფი გოლის გატანა დავისახეთ რაც არ გამოვიდა, მეტოქე საკმაოდ კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ეხერხება კონტრშეტევებზე თამაში. მეორე ტაიმი უკეთესი იყო ვიდრე პირველი. კარგი იყო ოთარ კიტეიშვილი, რომელიც შეხვედრაში აქტიურად ჩაერთო და მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ანგარიში საკმაოდ მისაღებია, თუმცა ”ალაშკერტი” სომხეთის ჩემპიონია და ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ, სტუმრად სერიოზული ბრძოლა გველის. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივარს, რომელიც თამაშის ბოლომდე აქტიურად გვიჭერდა მხარს. ”დინამო” სწორედ გულშემატკივრისთვის თამაშობს,” – განაცხადა იური იარაბეკმა.
შეგახსენებთ, რომ ”დინამოსა” და ”ალაშკერტს” შორის განმეორებითი დაპირისპირება 19 ივლისს, ერევანში გაიმართება.