“ვოლფსბურგმა” ძაძას დაადგა თვალი
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე “ვოლფსბურგს” შეტევის გაძლიერება სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი. გერმანული კლუბის მთავარი სამიზნე “ალკმარიის” ყოფილი ფეხბურთელი, ვინსენტ იანსენი იყო, თუმცა მან “ვოლფსბურგს” ინგლისური “ტოტენჰემი” ამჯობინა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელის დაკარგვის შემდეგ, “ბუნდესლიგის” ბინადრის მესვეურები “იუვენტუსის” მოთამაშით, სიმონე ძაძათი ინტერესდებიან. რა თანხა შესთავაზა “ვოლფბურგის” ხემძღვანელობამ “იუვენტუსს”, ეს უცნობია, მაგრამ ინტერესი ძაძას მიმართ გერმანული გუნდის სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.
აქვე გეტყვით, რომ 25 წლის ფეხბურთელს 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი “ბებერ ქალბატონთან”.