ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩებს კონტეს “ჩელსი”?
ანტონიოს კონტე პრე-სეზონის მაქსიმალურად გამოყენებას აპირებს. ლონდონური “ჩელსი” 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს 5 განსხვავებულ სასაათო სარტყელში. ექვსიდან 5 მატჩი ავსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს, ერთი – რუსეთში.
ანტონიო კონტეს გუნდი იქნება პირველი სტუმარი “ალიანს სტადიონზე”, რომელიც “რაპიდის” საშინაო სტადიონი გახლავთ და “ცსკას” ახალ “მოსკოვის სტადიონზე”.
რაც შეეხება “მილანსა” და ლონდონელებს შორის გასამართ მატჩს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით ტარდება, ეს იქნება პირველი დიდი ღონისძიება U.S. Bank Stadium-ზე, სადაც 73,000 მაყურებელი ეტევა.
“რაპიდ ვენა” – “ჩელსი” – შაბათი, 16 ივლისი – Allianz Stadion – 20:00
“ვოლფსბერგერი” – “ჩელსი” – ოთხშაბათი, 20 ივლისი – Worthersee Stadion – 22:00
“ჩელსი” – “ლივერპული” – ოთხშაბათი, 28 ივლისი – Rose Bowl – 07:00
“ჩელსი” – “რეალ მადრიდი” – შაბათი, 30 ივლისი – Michigan Stadium – 23:00
“ჩელსი” – “მილანი” – ოთხშაბათი, 4 აგვისტო – U.S. Bank Stadium – 05:00
“ცსკა” – “ჩელსი” – კვირა, 7 აგვისტო – Moscow Stadium – დრო უცნობია
კონტეს პირველი სერიოზული გამოცდა “ლივერპულთან” მატჩში ელის. აღნიშნული შეხვედრა “როუზ ბოულის სტადიონზე” გაიმართება. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ სტადიონმა უმასპინძლა 1994 წლის მუნდიალის ფინალს.
ჯონ ტერი, დიეგო კოშტა და ვილიანი თავიდანვე გუნდთან ერთად იქნება. განსხვავებით იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც ევრო 2016-ზე ითამაშეს – ისინი 1 კვირით დაისვენებენ. 1-კვირიანი შვებულებით სარგებლობს ხუან კვადრადოც, რომელმაც კოპა ამერიკაზე კოლუმბიის ნაკრებში ითამაშა.
გასულ სეზონში ჟოზემ აღიარა, რომ 3-მატჩიანმა პრე-სეზონმა მის გუნდზე უარყოფითი გავლენა იქონია, რამეთუ გუნდმა შემდეგში მოუმზადებელის შთაბეჭდილება დატოვა. როგორც ჩანს, კონტე მსგავსი შეცდომის დაშვებას არ აპირებს.