ლამპარდი: “ინგლისის ნაკრების თავკაცად ამ მწვრთნელის ხილვას ვისურვებდი”
“ნიუ იორკ სიტის” ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვაკანტურ პოსტზე ჰარი რედნაპის ხილვას ისურვებდა. შეგახსენებთ, რომ როი ჰოჯსონმა “სამი ლომის” თავკაცის პოსტი 2016 წლის ევროპის ჩემპიონატიდან გამოვარდნის შემდეგ დატოვა.
“ჰარი რედნაპი ფეხბურთელებს კარგად ამოტივირებს და ვთვლი, რომ სწორედ ასეთი მწვრთნელი სჭირდება ინგლისის ნაკრებს. მიმაჩნია, რომ იგი ამ პოსტზე გაამარლებდა. ფეხბურთელებს რედნაპი უყვართ, ეს სპეციალისტი ყოველთვის ფიქრობს მომავალზე და ვფიქრობ, რომ იგი სამწვრთნელო შტაბში ახალგაზრდა მწვრთნელს შეიყვანდა, რომელიც ფიზმომზადებაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, თავად ჰარი კი მოთამაშეებს გაესაუბრებოდა, მათ თავდაჯერებას შესძენდა, ჟურნალისტების წინაშე წარსდგებოდა. იგი არც ესპანეთის, იტალიის, პორტუგალიისა თუ სხვა ნაკრებების წინაშე მოერიდებოდა თამამი ფეხბურთის ჩვენებას”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.