არველაძე: ”ცუდი შედეგი არ არის” – ”მაქაბი” – ”ქაირათი” ფრედ დასრულდა
უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ”მაკაბიმ” სტუმრად ”ქაირათთან” 1:1 ითამაშა. მატჩის დასრულების შემდეგ შოთიმ კახა ცხადაძის გუნდთან დაპირისპირება შეაფასა.
”ყველა გოლი გოლია, იქნება ეს ბოლო წუთზე გატანილი, თუ პირველზე. სტუმრად ძლიერ მეტოქესთან ფრე ვითამაშეთ, თანაც ისე რომ გოლის გატანაც მოვახერხეთ. ეს ცუდი შედეგი არ არის. სტუმრად გატანილი გოლი გარკვეულ უპირატესობას ყოველთვის იძლევა, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ მძიმე საპასუხო მატჩი გველის.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ ჩემმა გუნდმა 90 წუთის მანძილზე მაქსიმუმი გაიღო. თამაშის მიმდინარეობისას ფეხბურთელებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ეს სამუშაო პროცესია და ყველაფერი გამოსწორდებადია. მოუთმენლად ველი საპასუხო მატჩს და ვიმედოვნებ სტადიონზე კარგი ატმოსფერო იქნება.
ჩვენ გვყავს მოწინააღმდეგე, რომელსაც გოლის გატანა კარგად გამოსდის.
”ქაირათისთვის” არ იყო იოლი მატჩი, რადგან მათ სამი დღის წინ ყაზახეთის ჩემპიონატში ითამაშეს.
ბენაიონმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. იგი ფენომენალური ფეხბურთელია”. – თქვა მაკაბის მთავარმა მწვრთნელმა.
”მაკაბისა” და ”ქაირათს” შორის განმეორებითი დაპირისპირპირება 21 ივლისს გაიმართება.