ოფიციალურად: ჟესუსი ”რომას” ფეხბურთელია
მილანის ”ინტერის” ფეხბურთელი ჟუან ჟესუსი მომდევნო სეზონს იჯარის წესით ”რომაში” გაატარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ”რომას” ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს. ცნობილია, რომ ”ინტერმა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი ევრო მიიღო. ”ჯალოროსის” სეზონის დასრულების შემდეგ 25 წლის მცველის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ჟუან ჟესუსმა ”ინტერის” მაისურით 23 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.