შურლე ”დორტმუნდში” ითამაშებს
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ”ვოლბურგის” ფეხბურთელი ანდრე შურლე კარიერას დორტმუნდის ”ბორუსიაში” გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ”მგლების” ხელმძღვანელობა ”ვოლსბურგს” უკვე შეუთანხმდა. კლუბი გერმანიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს გადაიხდის.
ცნობისთვის, გასულ სეზონში შურლემ ”ვოლსბურგის” მაისურით 41 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 12 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.