მარკ უილმოტსი ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს
47 წლის სპეციალისტი მარკ უილმოტსი ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაანთავისუფლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიური ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი, კრის ვან პუიველდე ადგილობრივ ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს.
“ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია. უილმოტსმა ბელგიის ნაკრებისთვის ძალიან დიდი ენერგია დახარჯა. სპეციალისტმა გუნდთან ერთად ჩატარებულ 51 შეხვედრიდან 34-ის მოგება მოახერხა.
დროა, რომ გამოვიყენოთ საკუთარი პოტენციალი. ბელგიაში გაიზარდა ოქროს თაობა, მაგრამ მას სჭირდება კარგი შედეგები დიდ ტურნირებზე,” – განაცხადა კრის ვან ჰუიველდემ.
მარკ ვილმოტსმა ბელგიის ნაკრები 2012 წელს ჩაიბარა. 2014 წელს გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიყვანა. გასულ ევროპის ჩემპიონატს კი ბელგია 1/4 – ფინალურ ეტაპზე, უელსის ნაკრებთან მარცხით გამოეთიშა.