“არსენალის” ლეგენდა ვენგერს: “იყიდე ვინმე!”
ლონდონის “არსენალმა” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მხოლოდ გრანიტ ჯაკა შეიძინა მიუხენგლადბახის “ბორუსიადან”. მათ ჯეიმი ვარდის შეძენის შესანიშნავი შანსი დაკარგეს…
ლონდონური კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ, დევიდ სიმანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ “მეთოფეებს” ტრანსფერები სჭირდებათ წარმატების მისაღწევად. მეტიც, მან საჯაროდ მოუწოდა არსენ ვენგერს, რომ გუნდში მოთამაშეები დაიმატოს.
“არსენალს” აუცილებლად სჭირდება ლიდერის თვისებების მქონე ცენტრალური ნახევარმცველი. ჩვენ ვიხილავთ მომავალში, თუ რა შეუძლია ჯაკას, მაგრამ ახლა ვიერას მსგავსი პერსონაა საჭირო. ასევე, კარგი იქნება, თუ “მეთოფეები” შემტევითაც გაძლიერდებიან.”
“ვენგერი წარმატებას ვერ აღწევს რამდენიმე წელია. მან გულშემატკივრებს იმედი უნდა დაუბრუნოს. ამისთვის კი რესურსია აუცილებელი!” – განაცხადა სიმანმა.