აიმარმა შესაძლოა, კარიერა განაახლოს
“ვალენსიასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა პაბლო აიმარმა შესაძლოა, კარიერა განაახლოს. 36 წლის ფეხბურთელმა შესაძლოა, მშობლიური კლუბის, “ესტუდიანტეს რიო კუარტოს” ფორმა კიდევ მოირგოს.
აიმარი დიდი ხნის განმავლობაში ტრავმებს ებრძოდა და შარშან ბუცების ლურსმანზე დაკიდვის გადაწყვეტილება მიიღო.
პაბლო აიმარი რიო კუარტოში დაიბადა და ამავე ქალაქის კლუბის აღზრდილი გახლავთ. “ესტუდიანტეს რიო კუარტო” არგენტინის რანგით მეოთხე დივიზიონში ასპარეზობს. გუნდში პაბლოს ძმა ანდრესი თამაშობს.
პაბლო აიმარი “ვალენსიას” ღირსებას 2000-დან 2006 წლამდე იცავდა. ამ ხნის განმავლობაში მან “ღამურების” რიგებში 200-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. მან “ვალენსიას” შემადგენლობაში ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ერთხელ დაეუფლა ქვეყნის თასს, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. აიმარის კარიერაში გამორჩეული იყო ლისაბონის “ბენფიკაში” თამაშის პერიოდიც. არგენტინელი ფეხბურთელი პორტუგალიური გუნდის ღირსებას 2008-დან 2013 წლამდე იცავდა. აიმარმა “ბენფიკასთან” ერთად ერთხელ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონატი, ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის ლიგის თასს, ერთხელ კი ევროპის ლიგის ფინალში ითამაშა.