ბათუმის ”დინამომ” სერბი შემტევი დაიმატა
26 წლის სერბი გარემარბი/თავდამსხმელი ლაზარ მარიანოვიჩი ბათუმის ”დინამოს” ფეხბურთელია. მარიანოვიჩი ზღვისპირელებს თუქრულ შეკრებაზე უკვე შეუერთდა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.
აღნიშნულ ინფორმაციას ”დინამოს” ოფიციალური ვებგვერდიც ადასტურებს. ბოლოს, სერბი შემტევი ბოსნიულ ”გორიცაში” თამაშობდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 23 მატჩში 3 გოლის გატანაც მოახერხა.
ლაზარ მარიანოვიჩი – 08.09.1989
პოზიცია: გარემარბი / თავდამსხმელი
სიმაღლე: 1.88 სმ.
საფეხბურთო კარიერა:
(ჩემპიონატი)
2010-11 – :ლეოტარი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 26 მატჩი, 3 გოლი.
2011-13 – ”ჟრინსკი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 46 მატჩი, 10 გოლი.
2013-14 – ’’რადნიჩკი“ სერბეთი – 2 მატჩი (ტრავმის გამო პირველი წრე ნაადრევად დაასრულა)
2013 -15 – ’’დიოშგიორივტკ“, უნგრეთი – 27 მატჩი, 5 გოლი.
2015-16 – ”ბორაცი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 23 მატჩი, 3 გოლი.
სულ: 124 მატჩი, 21 გოლი
(თასი)
2012 – 13 ”ჟრინსკი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 1 მატჩი, 1 გოლი
2013 -15 – :”დიოშგიორივტკ“, უნგრეთი – 11 მატჩი, 1 გოლი
2015-16 – ”ბორაცი“, ბოსნია და ჰერცეგოვინა – 2 მატჩი, 1 გოლი
სულ: 14 მატჩი, 3 გოლი
ევროპის ლიგა
2014-15 ”დიოშგიორივტკ“ – 5 მატჩი, 1 გოლი.