”დინამო ზაგრებს” კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს?
შესაძლოა, ”დინამო თბილისის” მომავალ მეტოქეს ”დინამო ზაგრებს” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს.
როგორც იცით, ხორვატული კლუბის ლიდერი მარკო პიაცა ტურინის ”იუვენტუსმა” უკვე შეიძინა და რამდენიმე დღეში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. ”დინამო ზაგრების” მთავარი მწვრთნელის თქმით, პიაცასთვის ”ვარდართან” ჩატარებული მატჩი გუნდში ბოლოა.
ახლა კი საუბარია ”დინამოს” ნახევარმცველ მარკო რიგიზე, რომელიც დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში ”ნაპოლიში” გადაბარგდება.
თუ ეს ინფორმაციები მართალი გამოდგა, თბილისელთა მომავალი მეტოქე ერთბაშად ორ ფეხბურთელს, მარკო პიაცას და მარკო რიგის დაკარგავს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გუშინ, “ვარდართან” გამართულ საშინაო მატჩში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო მათმა სლოვენიელმა ნახევარმცველმა, პეტარ სტოიანოვიჩმა, რომელიც ”დინამო თბილისთან” გასამართ პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
შეგახსენებთ, რომ ხორვატულ და ქართულ კლუბების პირველი დაპირისპირება 26 ივლისს, ჩვენი დროით 22:00 საათზე დაიწყება.