ქართველ სპორტსმენებს რიო 2016-ზე პრემიებს დაუწესებენ
21 ივლისს, ოლიმპიურ კომიტეტში ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული პრეს-კონფერენცია გაიმართა.
ჟურნალიტებს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მისიის ხელმძღვანელი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდნენ და მათ ოლიმპიურ სამზადისსა და ასევე საქართველოს დელეგაციის რიო დე ჟანეიროში გამგზვარებისა და სპორტსმენთა გრაფიკისა თუ სხვა დეტალების შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს.
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშებზე საქართველოს 39 სპორტსმენი გამოვა (მათ შორის 9 ქალია), რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ისინი წარმოადგენენენ სპორტის 13 სახეობას: ძიუდო (8 სპორტსმენი), თავისუფალი ჭიდაობა (6), ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (5), მძლეოსნობა (5), ძალოსნობა (3), მშვილდოსნობა (3), ტყვიის სროლა (2), ცურვა (2), ბატუტზე ხტომა (1), მხატვრული ტანვარჯიში (1), ფარიკაობა (1), ჩოგბურთი (1), კანოე (1).
აღსანიშნავია, რომ მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სამთავრობო დადგენილება საქართველოს სპორტსმენტთა ხელშეწყობის შესახებ, რომლის თანახმად ქართველო სპორტსმენები 2016 წელს ნაჩვენები შედეგების (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, საერთაშორისო ტურნირები) მიხედვით სოლიდურ პრემიალურ თანხებს (ჯამში 3. 800. 000 ლარი) ოლიმპიადაზე გამგზავრებამდე მიიღებენ, ოლიმპიურ თამაშებზე კი საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სახელწიფო პრემია შემდეგნაირად განისაზღვრა: 1 ადგილი 170. 000 ლარი, მე-2 ადგილი 102. 000 ლარი, მე-3 ადგილი 68. 000 ლარი.