WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (301990) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

”იუნაიტედი” 1:4 ”ბორუსია” – გერმანელებმა მარტივად იმარჯვეს (ვიდეო)

თარიღი: ივლისი 22, 2016

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო ჩემპიონთა თასის პირველი შეხვედრა. დორტმუნდის ”ბორუსიამ” მანჩესტერ ”იუნატედთან” საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე, გონსალო კასტრომ გახსნა. ამის შემდეგ გერმანელებმა კიდევ უფრო შეუტიეს და შეხვედრის 36-ე წუთზე ობამეიანგმა პენალტით გაზარდა ანგარიში – 0:2.

”იუნატედის” ფეხბურთელებმა ანგარიშის შემცირების ნაცვლად, საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი მიიღეს. თავი ამჯერად უსმან დემბელემ გამოიჩინა – 0:3.

აღსანიშნავია, რომ ”ბორუსიას” კარში ერთადერთი გოლი სწორედ გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჰენრიკ მხითარიანმა მოახერხა. დაპირსპირების 59-ე წუთზე, მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ სომეხ შემტევს გოლის გატანა არ გასჭირვებია.

გუნდებმა მატჩი შემდეგი შემადგენლობით დაიწყეს:

“მანჩესტერ იუნაიტედი”: ჯონსტოუნი, ვალენსია, ბაილი, ჯონსი, შოუ, ბლინდი, ერერა, მატა, მხითარიანი, ლინგარდი, მემფისი

“ბორუსია დორტმუნდი”: ვაიდენფელერი, ბენდერი, დემბელე, ობამეიანგი, როდე, რამოსი, კაგავა, სოკრატისი, კასტრო, შმელცერი, პიშეკი.



მსგავსი სიახლეები