“ლივერპული” 33,5 მილიონ ევროდ შეფასებული მაიერის გადაბირებას აპირებს
გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველი, მაკს მაიერი “ლივერპულის” ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანული Bild-ის ცნობით, 20 წლის გერმანელი ფეხბურთელის გადაბირება პირადად იურგენ კლოპს სურს.
გერმანიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლივერპულმა” უკვე წამოიწყო მოლაპარაკებები “შალკესთან”. ცნობილია ისიც, რომ გელზენკირხენული კლუბი მაიერს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ ვინმე მის სანაცვლოდ 33.5 მილიონ ევროს გადაიხდის.
გასულ სეზონში, მაიერმა 39-ჯერ მოირგო “შალკეს” მაისური. ამ დროის მანძილზე, მან გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 8 საგოლე გადაცემა.