ოფიციალურად: “ლივერპულმა” ჯორჯინიო ვეინალდუმი გაიფორმა
ინგლისური “ლივერპულის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა “ნიუკასლის” შემტევის, ჯორჯინიო ვეინალდუმის ტრანსფერი დაადასტურა.
ჰოლანდიელი ფეხბურთელი, რომელმაც “წითლებთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, აშშ-ში უახლოეს მომავალში გაფრინდება, რათა იურგენ კლოპის გუნდს შეუერთდეს, რომელიც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე იღებს მონაწილეობას.
“ლივერპულმა” ვეინალდუმის სანაცვლოდ “კაჭკაჭებს” 23 მილიონი ფუნტი გადაუხადა, რასაც შესაძლოა კიდევ 2 მილიონი დაემატოს ბონუსის სახით.
“პსვ-ს” ექს-ფეხბურთელი იურგენ კლოპის რიგით მეექვსე შენაძენი გახდა მატიპის, ლორის კარიუსის, სადიო მაეს, რაგნარ კლავანისა და ალექს მანიგერის შემდეგ.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ვეინალდუმი “ლივერპულში” 5-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.