პოჩეტინომ “ტოტენჰემსა” და არგენტინის ნაკრებს შორის არჩევანი გააკეთა
2016 წლის “კოპა ამერიკაზე” არგენტინის ნაკრები ფინალში ჩილეს ნაკრებთან დამარცხდა. ეს ზედიზედ მესამე წაგებული ფინალური მატჩი იყო ამ გუნდისთვის. მას შემდეგ ნახსენები ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. აღნიშნულ თანამდებობას ძალიან ბერვ სპეციალისტს უკავშირებენ, მათ შორის დიეგო სიმეონესა და მაურისიო პოჩეტინოსაც. ეს უკანასკნელი “ტოტენჰემის” მწვრთნელია.
როგორც ირკვევა “სპურსების” სპეციალისტი არსად წასვლას არ აპირებს და მას ინგლისურ კლუბში მუშაობა სურს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა: “ბოლო დროს ხშირად მესმის ჭორები იმის შესახებ, რომ, თითქოს, მე არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვინიშნები. ეს ბუნებრივიცაა, რადგან სწორედ ამ ქვეყნიდან ვარ წარმოშობით. მაგრამ გეტყვით, რომ ეს ჭორები სიმართლე არაა. ახლანდელ გუნდთან 2021 წლამდე მაქვს კონტრაქტი გაფორმებული, აქ ვრჩები და “ტოტენჰემთან” ერთად დიდი წარმატებების მიღწევას ვაპირებ,” – განაცხადა ახალგაზრდა დამრიგებელმა.