ობამეიანგი: “მხოლოდ “რეალს” შეუძლია, “ბორუსიას” დამაშოროს”
პიერ-ემერიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებას “ბორუსია დორტმუნდს”, მადრიდის “რეალი” თუ მის გადაბირებას გადაწყვეტს.
“ერთადერთი კლუბი რომლის გულისთვისაც “დორტმუნდს” დავტოვებ, მადრიდის “რეალია”. თუ ისინი არ შემეხმიანებიან, მე კლუბს არ დავტოვებ. ასე რომ, არა, წელს “სიგნალ იდუნა პარკის” დატოვებას არ ვაპირებ.
“რეალ მადრიდი” ჩემი მთავარი მიზანია. მაგრამ, ამ დროისთვის დორტმუნდშიც კარგად ვგრძნობ თავს. თუ მცირედი შანსი მაინც მექნება, მე ყველაფერს გავაკეთებ – მაგრამ, ამ მომენტისთვის არაფერი არ ხდება.” – განაცხადა ობამეიანგმა.
განაცხაადა 27 წლის შემტევმა, რომელმაც გასულ სეზონში 39 გოლის გატანა შეძლო.