მანჩესტერული დერბი აღარ ჩატარდება
დღეს, ჩინეთში, “2008 წლის ოლიმიურ სტადიონზე” უნდა გამართულიყო ამხანაგური შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. ეს იქნებოდა ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ძალიან საინტერესო დაპირისპირება.
როგორც გაირკვა, გუშინ ბეიჯინგში ძალიან წვიმდა, რამაც მოედნის საფარი დააზიანა. შედეგად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეხვედრა გაუქმებულიყო. მატჩი სხვა სტადიონზე ან სხვა დროს აღარ ჩატარდება.
აქვე გეტყვით, რომ პირველი მანჩესტერული დერბი ამ სეზონში “პრემიერ ლიგაში” 10 სექტემბერს შედგება.