ავსტრიული პრესა: გიორგი ქვილითაიას შეძენა ”რაპიდს” სურს
ავსტრიულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვენის ”რაპიდი” ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქვილითაიას შეძენას შეეცდება.
ავსტრიული გუნდის მთავარ თავდამსხმელს მატიე იელიჩს სერიოზული ტრავმა აწუხებს და მოედანს დიდი ხნის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. როგორც ჩანს, ”რაპიდი” იელიჩის შემცვლელად სწორედ ჩვენებურს მოისაზრებს.
ავსტრიული წყაროს Kurier-ის თქმით, 22 წლის შემტევი ტრავმირებული ხორვატის ბრწყინვალე შემცვლელი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გიორგი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 24 გატანილი გოლით გახდა.