კვერკველია: “სპარტაკის” ინტერესის შესახებ არაფერი მსმენია, რუბინთან კონტრაქტი მაკავშირებს”
დღეს, გამოცემა Спорт-экспресс-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 24 წლის ქართველის გადაბირებისთვის “სპარტაკი” აპირებდა ბრძოლას.
ყაზანური კლუბის, “რუბინის” ცენტრალურმა მცველმა, სოლომონ კვერკველიამ უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ის მოსკოვურ “სპარტაკთან” მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ამ ინფორმაციას რუსული TACC ავრცელებს.
“სპარტაკის” ინტერესის შესახებ არაფერი მსმენია. ამ მომენტისთვის, მე “რუბინის” რიგებში ვირიცხები. კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს.” – განაცხადა ფეხბურთელმა.
კვერკველია “რუბინის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. გასულ სეზონში, კვერკველიამ 39 მატჩში მოირგო რუსული კლუბის მაისური და ერთი გოლი გაიტანა. მას “რუბინთან” კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.