“მილანმა” “ბაიერნს” მოუგო (ვიდეო)
დღეს გამთენიისას, აშშ-ის ქალაქ ჩიკაგოში გაიმართა “ჩემპიონთა საერთაშორისო თასის” მატჩები. ერთ-ერთ მათგანში მიუნხენის “ბაიერნი” და მილანის “მილანი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
შეხვედრის ფავორიტებად გერმანელები მიიჩნევოდნენ, თუმცა ანგარიში 23-ე წუთზე “მილანის” მოთამაშემ, მ’ბაიე ნიანგმა გახსნა. ამას მოჰყვა 29-ე და 38-ე წუთებზე რიბერისა და ალაბას გოლები და პირველი ნახევარი “ბაიერნის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში იტალიური გრანდი გააქტიურდა. ბერტოლაჩიმ 49-ე წუთზე შეძლო გათანაბრება. 61-ე წუთზე კი კუჩკამ საერთოდ წინ გაიყვანა “მილანი”. მონტელას შეგირდები ბოლო წუთამდე იგებდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც რიბერიმ უზადოდ შეასრულა – 3-3.
დაინიშნა თერთმეტმეტრიანების სერია. რაფინიამ მეოთხე დარტყმა გააფუჭა, ხოლო “მილანმა” ყველას გატანა შეძლო, შესაბამისად, სწორედ ამ გუნდმა პენალტების სერია 5-3 მოიგო.