დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (29 ივლისი)
მოურინიომ წასვლის უფლება “მანჩესტერის” ცხრა ფეხბურთელს მისცა
ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთია “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ცხრა ფეხბურთელს შორის, რომელთაც ჟოზე მოურინიომ წასვლის უფლება მისცა – ეს ფეხბურთელები ან არენდის წესით უნდა გადავიდნენ სხვა კლუბში, ან მათი სრული აქციები გაიყიდება.
მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის არც ტიმოტი ფოსუ-მენსაჰი, მიუხედავად ლუი ვან გაალის თაოსნობით ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩისა. ანდრეა პერეირა და ჯეიმს უილსონი შესაძლოა სხვა კლუბში გაანათხოვრონ. მაშინ, როცა “მანჩესტერი” ადნან იანუზაის, უილ კინის, ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანას აპირებს.
გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდში”
დიდი ალბათობით, უახლოეს დღეებში თბილისის “დინამოს” თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდის” ფეხბურთელი გახდება. ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ 22 წლის შემტევთან შეთანხმებას მიაღწიეს.
მარიო მანჯუკიჩი “ვოლფსბურგში”?
შესაძლოა, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი მალე “ვოლფსბურგში” ვიხილოთ. “ბიანკონერიმ” სულ ახლახანს “ნაპოლიდან” გონსალო იგუაინი შეიძინა, ამრიგად დიდი შანსია იმისა, რომ მანჯუკიჩი ყოფილ კლუბში გადაბარგდეს.
ხესე შესაძლოა, “პარი სენ-ჟერმენში” გაანათხოვრონ
არ არის გამორიცხული, მადრიდის “რეალმა” ხესე “პარი სენ-ჟერმენში” გაანათხოვროს. როგორც იცით, “სამეფო კლუბის” შეტევაში დიდი კონკურენციაა, 23 წლის ფეხბურთელს კი სათამაშო პრაქტიკა ჭირდება.
მონტელას ძაძა სურს
“მილანის” მთავარ მწვრთნელს, ვიჩენცო მონტელას გუნდში “იუვენტუსის” შემტევის, სიმონე ძაძას ხილვა სურს. ამ შემთხვევაში, საუბარი იჯარაზეა. Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ძაძას “ბიანკონერის” დატოვება უნდა.