WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (302883) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

დე ლაურენტისი: “იგუაინს ვძულვარ? ის ან მატყუარაა, ან მსახიობი”

თარიღი: ივლისი 29, 2016

აურელიო დე ლაურენტისმა “ნაპოლის” აწ უკვე ყოფილ ფორვარდს, გონსალო იგუაინს უპასუხა, რომელიც ახლახან გადაბარგდა ტურინის “იუვენტუსში”.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ფორვარდმა სწორედ “ნაპოლის” დირექტორს დააბრალა ის ფაქტი, რომ მას ნეაპოლის დატოვება მოუწია.

” ბევრი ვიფიქრე იმაზე, იმსახურებდა თუ არა ეს სიტყვები ჩემგან პასუხს. თანაც, ყველამ იცის, თუ რა არის სიმართლე. გადავწყვიტე, რომ უმჯობესი იქნებოდა ხმა ამომეღო, რათა მომავალში არ დამივიწყონ. ასეთია ჩემი პასუხი:

1) თუ ბატონი გონსალო ჯერარდო იგუაინი უკმაყოფილო იყო ჩემით, ბევრი დრო დასჭირვებია ამის მისახვედრად. თუ რა თქმა უნდა, მატყუარა ან შესანიშნავი მსახიობი არ არის. ბოლო ვარიანტს გამოვრიცხავ, რამეთუ ასეთ ადამიანებს ძალიან კარგად ვიცნობ.

2) ჩვენ ერთად დიდ დროს ვატარებდით, განსაკუთრებით კი ბოლო დროს. მაგალითად, ჩვენ მთელი დღე ერთად ვიყავით რომში, 15 აპრილს, როდესაც დისციპლინარული კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვასაჩივრებდით (4-მატჩიან დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით). ეს “სკუდეტოსთვის” ბრძოლის შუა პერიოდში ხდებოდა. დამიჯერეთ, იმ დღეს გონსალო საკმაოდ მშვიდად იყო და ჩემს მიმართ რაიმე პრეტენზიის გამოხატვას არ ცდილობდა.

3) რატომ არაფერს არ ამბობდა ამის შესახებ მისი აგენტი, როდესაც ჩვენ იგუაინის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეხვედრებს ვმართავდით? მათთვის ამდენად აუტანელი რომ ვყოფილიყავი, ჩემთან ამდენ დროს არ დახარჯავდნენ ფინანსური საკითხის განხილვის დროს.

4) არ რცხვენია მის აგენტს, როდესაც ამბობს, რომ გუნდი, რომელშიც ის თამაშობდა და რომელიც გონსალოს 38 გოლის გატანაში დაეხმარა, არ იყო მზად გამოწვევებისთვის? არ რცხვენია იმის თქმა, რომ გონსალოს თანაგუნდელები უბრალო ნაგვები იყვნენ, როდესაც სწორედ “ნაპოლიმ” შექმნა ყველაზე მეტი საგოლე შანსი იტალიაში?

5) იმის თქმა, რომ გონსალო გუნდიდან ჩემს გამო წავიდა, უპატივცემულობის გამოხატვაა თითოეული ნეაპოლელის მიმართ. თუ იგუაინს ნეაპოლის ისტორია წაკითხული აქვს ეცოდინება, რომ ეს ერთადერთი ქალაქი იყო, რომელიც ნაცისტებს იგერიებდა, მანამდეც კი, სანამ საქმეში ამერიკელები ჩაერთვებოდნენ. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება უღალატო ამ ხალხს, თუ უსირცხვილო ხარ.”



მსგავსი სიახლეები