იგუაინის ძმა: “ლაურენტისს ომი უნდა? მიიღებს ომს”
ცივი ომი გონსალო იგუაინსა და “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შორის კვლავ გრძელდება. ამჯერად, საქმეში არგენტინელი თავდამსხმელის ძმა ჩაერთო, რომელიც ირწმუნება, რომ იგუაინებს ომის არ ეშინიათ.
შეგახსენებთ, რომ “იუვეს” ახალწვეულმა ნეაპოლის დატოვების მიზეზად აურელიო დე ლაურენტესთან არასახარბიელო ურთიერთობა დაასახელა. არგენტინელი ფორვარდის კომენტარს კი თავად “ნაპოლის” პრეზიდენტი გამოეხმაურა.
“თუ დე ლაურენტისს ომი უნდა, ის მას მიიღებს.” – განაცხადა ნიკოლას იგუაინმა, როდესაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა აღნიშნულ დაპირისპირებაზე.
ჟურნალისტები კიდევ უფრო ჩაუღრმავდნენ ამ საკითხს, თუმცა მან ამ თემაზე საუბრის გაგრძელება არ ისურვა: “ამაზე რამოდენიმე დღის შემდეგ ვისაუბრებთ, მაგრამ არა ახლა. ეს გონსალოს დღე ნამდვილად არ არის.”