შოთა არველაძე: “საპასუხო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ”
თელ-ავივის ”მაკაბის” მთავარმა მწვრთნელა შოთა არველაძემ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა შეაფასა. შეგახსენებთ, რომ ქართველი სპეციალისტის გუნდმა სტუმრად ”პანდური”, 1:3 დაამარცხა.
”მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვსაურობდი, რომ სეზონის საწყის ეტაპზე თამაში ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა პირველი გოლი ჩვენ გავიტანეთ, რის შემდეგაც საკმაოდ გახსნილი ფეხბურთი ვიხილეთ. მატჩის მსვლელობისას მოვდუნდით და გოლით დავისაჯეთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მეორე გოლის გატანა მოვახერხეთ.
სტუმრად გატანილი სამი ბურთი სოლიდურ უპირატესობას გვაძლევს, თუმცა ჩვენ თელ-ავივში გასამართი საპასუხო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.
როდესაც იგებ ემოციები ყოველთვის დადებითი და კარგია. მწვრთნელები კი ვაფასებთ რა გავაკეთეთ კარგად და სად დავუშვით შეცდომები.
სტუმრად ჩატარებულ ყველა მატჩს წინ ხანგრძილივი და დამღლელი მგზავრობა უძღვოდა. ”გორიცასთან” სათამაშოდ იტალიის გავლით ვიმგზავრეთ, ალმათში ჩასასვლელად კი 9 საათიანი მგავრობა დაგვჭირდა, ”პანდურისთან” დაპირისპირებამდე კრაიოვაში ჩამოვფრინდით, ეს მგზავრობაც სამ საათს გაგრძელდა.
მძიმე და დამღლელი მგზავრობის მიუხედავად ფეხბურთელებმა ყველა მატჩში სასურველ შედეგს მიაღწიეს.
”მაკაბიში” 22 ფეხბურთელია, ყველა მათგანი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილია. სასტარტო შემადგენლობას იმის მიხედვით ვარჩევ, თუ ვინ არის საუკეთესო ფორმაში. მომავალ მატჩში ძირითად შემადგენლობაში თამაშს სწორედ ის ფეხბურთელები დაიწყებენ, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება”. – ამბობს შოთი.