ლეგიონი: აბურჯანიამ და კაკაბაძემ “ხიმნასტიკის” მაისურით ითამაშეს
30 ივლისს ჩვენებურების “ხიმნასტიკმა” კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. “ნასტიკის” მეტოქე ამჯერად ესპანური “სარაგოსა” იყო. სამწუხაროდ, მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა – მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.
რაც შეეხება ჩვენს ლეგიონერებს, კაკაბაძე და აბურჯანია მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთნენ. ოთარ კაკაბაძემ მოედანზე შემოსვლიდან 10 წუთის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო.
მატჩის დაწყებამდე კი “ხიმნასტიკმა” გუნდი მაყურებლებს წარუდგინა. ახალი ფორმატის მიხედვით, ესპანური გუნდის ფეხბურთელები გულშემატკივრებს გაესაუბრნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს: