იურგენ კლოპი “რომასთან” მარცხის გამო არ ღელავს
გერმანელმა სპეციალისტმა, იურგენ კლოპმა “ლივერპულსა” და “რომას” შორის გამართული ამხანაგური მატჩის (1-2) ანალიზი გააკეთა და აღნიშნა, რომ მარცხის გამო სულაც არ ღელავს.
“ჩვენი საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ყოფილა. ასეთი რამ მომავალში შეიძლება, ბევრჯერ მოხდეს. კომპაქტურად ვერ ვითამაშეთ. პირვენ ნახევარში პოზიციებს შორის ძალიან დიდი მანძილი გვრჩებოდა, შედეგად, შეტევის თითოეული მცდელობა “რომას” მხრიდან, შანსს წარმოადგენდა.
მეორე მხრივ, ბევრი კარგი შანსი შევქმენით, შესაძლოა, ანგარიში სულაც 6-5 ყოფილიყო შესვენებამდე.
ზოგჯერ მწვრთნელმა რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭოს, მეც ასე მოვიქცევი. აშშ-ში გატარებული 13 დღის, ურთულესი მდგომარეობისა და ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ, როდესაც ასეთ სიცხეში გიწევს ასპარეზობა, თავის მაქსიმალურად წარმოჩენა ადვილი ნამდვილად არ არის.
გასულ კვირეებში ძალიან ბევრი მატჩი გავმართეთ, განსხვავებით ჩვენი მეტოქისაგან. ჩვენ ეს ყველაფერი მატჩამდეც ვიცოდით, მაგრამ მაინც რთული იყო. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის მატჩებშიც უკეთესი შედეგი უნდა ვაჩვენოთ.
ამ მატჩში ანალიზების გაკეთება ძალიან ადვილი იყო. ასეთი გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, ჩვენ ინგლისში დავბრუნდებით, სადაც ჩვენს ბაზაზე განვაგრძობთ მზადებას.”