იარაბეკი: “გვჯეროდა, რომ არ წავაგებდით”
თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, იურაი იარაბეკმა ზაგრების “დინამოსთან” დასრუბული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ჩემთვის, საუბარი ძალიან რთულია. მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის ფეხბურთელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. ცუდია, როდესაც გოლს მე-8 წუთზე უშვებ. გვჯეროდა, რომ ამ მატჩს არ წავაგებდით, მაგრამ ეს არ გამოგვივიდა. გოლიც არ ჩაგვითვალეს.
ჩვენი შეცდომების შესახებ ზუსტად ვერ ვილაპარაკებ. ჩვენ ოთხი გოლის გატანა გვჭირდებოდა, ამიტომ მეორე ტაიმი სამი მცველით დავიწყეთ. შპიჩიჩი ცუდად არ თამაშობდა, მაგრამ გადავეწყვეთ და ის ამიტომ შევცვალე. რაც შეეხება კურიეს, პირველ ნახევარში ის არ მომეწონა. ზაგრების “დინამოს” ევროტურნირზე თამაშის გამოცდილება აქვს, ამ კომპონენტით კი მათ უპირატესობა ჰქონდათ. არ ვიცი, რას ამბობენ ხორვატი ჟურნალისტები, მაგრამ ორივე მატჩში, სტატისტიკაში, მეტოქეს არ ჩამოვუვარდებოდით.
ტრანსფერებზე ვერაფერს გეტყვით. პირიქით, ქვილითაიამ დაგვოტვა და ვენის “რაპიდს” შეუერთდა. გელაშვილი? ის ისე თამაშობს, როგორც შეუძლია.
ჩვენ ის ფეხბურთელები გავუშვით, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდებოდნენ. ახალწვეულები მაღალი დონის მოთამაშეები არიან, მაგრამ ზოგს ტრავმა აწუხებდა.
მატჩის დასაწყისში მცველებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. ალბათ, ეს ზედმეტი მონდომების ბრალია. ვთვლი, რომ ლობჟანიძემაც და ამისულაშვილაც ნორმალურად ითამაშეს.
“დინამოსთან” კონტრაქტი დეკემბერში მიმთავრდება. ევროპის ლიგაზეც რომ გავიდეთ, შესაძლოა, პრეზიდენტმა მადლობა მითხრას და დამემშვიდობოს. ევროპის ლიგაზე გასასვლელად იღბალიც დაგვჭირდება.”