“ბატე” ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა – გვილია განაცხადს მიღმა
2 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება ვაკო გვილიას “ბატესა” და “დუნდალკს” შორის გაიმართა.
პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე ჩვენებურის გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა, თუმცა სტუმრად “ბატემ” 3:0 წააგო და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.
ქართველი ფეხბურთელი წინა მატჩებისგან განსხვავებით, მატჩის განაცხადშიც კი არ ყოფილა.