WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (303453) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

თბილისის “დინამოს” ფან-კლუბი “ელიტა” გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა

თარიღი: აგვისტო 3, 2016

როგორც იცით, გუშინდელი მატჩის შემდეგ, თბილისის “დინამოს” ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის ინციდენტი მოხდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ფან-კლუბმა “ელიტამ” აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თავის სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა.

“სხვადასხვა გვერდებზე აქტიურად ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩვენსა და დინამოს ფეხბურთელებს შორის მოხდა შელაპარაკება. ამ ვიდეოებზე კომენტარები კი ყოველგვარ რეალობას სცილდება და მარაზმში გადადის. დინამო ზაგრებთან წაგება არაფერ შუაშია. საქმე იმაშია, რომ პირველ მატჩში, ზაგრებში, ელიტას ორი წევრი იყო ჩასული. ბიჭებმა საზაფხულო დანაზოგები დახარჯეს, ბოლო თეთრები გაიმეტეს და ჩვენი გუნდის გასამხნევებლად ძალიან გრძელი გზა გაიარეს. მატჩის შემდეგ კი სტუმართა სექტორზე, სადაც ელიტას წევრები იდგნენ ბანერებით, ჭანტურიშვილის გარდა არავინ მივიდა. იგივე სიტუაცია მეორდებოდა დღეს დინამოს სტადიონზეც. 3-4 კაცი მოვიდა ჩვენს სექტორთან ახლოს. დანარჩენები კი გასახდელში გარბოდნენ. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ უკლებლივ ყველა ფეხბურთელი მოსულიყო სექტორთან. მათი მოსვლის შემდეგ კი მარტივად ავუხსენით ზაგრებში მომხდარი სიტუაცია. ჭანტურიშვილმა ჩვენი პატივისცემის ნიშნად ერთ-ერთი ფირმის მაისური მიიღო საჩუქრად. ”თქვენ არ ხართ დინამო” კი მხოლოდ ორმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა იწყინა და ჩვენ ამას ვაფასებთ,იმედია შეცდომას გამოასწორებენ და დინამოს პრესტიჟს დაიცავენ.

პ.სl შელაპარაკების დროს, როგორც შემდეგ გავიგეთ იყო პირადული შეურაცხყოფა ფეხბურთელების მიმართ, რამდენიმე „მალალეტკის“ მხრიდან. ისინი პანჩურებით აორთქლდნენ ტრიბუნიდან და ვეღარასდროს დადგებიან ჩვენს გვერდით.

ასე, რომ შეეშვით ამ უაზრო კომენტარებს და ეროვნულ ჩემპიონატზე დაიწყეთ სიარული. გაგიკვირდებათ და ჩვენ იმ დროსაც იქ ვართ.”



მსგავსი სიახლეები