WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (303468) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

25 წლის ესპანელი “საბურთალოში” ითამაშებს

თარიღი: აგვისტო 3, 2016

25 წლის ესპანელი ფეხბურთელი სანტიაგო ხარა კოლადო ამიერიდან თბილისური “საბურთალოსთვის” გაიტანს. ამპლუით ფორვარდმა დედაქალაქურ კლუბთან წლის ბოლომდე მოაწერა ხელი. ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, მხარეები იმსჯელებენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

ჩვენი კლუბის ახალწვეული ბოლოს სეგუნდა დივიზიონის “ალბასეტეში” თამაშობდა. 2013-2015 წლებში კი პრიმერა დივიზიონის ხიხონის “სპორტინგის” ღირსებას იცავდა, სადაც 61 შეხვედრიდან 5-ჯერ შეძლო გოლის გატანა. კოლადო ვიდრე “სპორტინგის” პირველი გუნდის მაისურას მოირგებდა, 2011-2013 წლებში ამავე კლუბის სარეზერვო გუნდში ასპარეზობდა, მანამდე კი ადგილობრივ “ალმანსაში” ირჯებოდა.
სანტიაგო კოლადო:

“თბილისში გამთენიისას ჩამოვედი, საღამოს პირველად ვივარჯიშებ “საბურთალოს” შემადგენლობაში. ამ დროისთვის რაც მოვასწარი თანაგუნდელების გაცნობა იყო – ისინი ძალიან თბილად დამხვდნენ. მჯერა, ადაპტაციას მალე გავივლი. საქმეს გამიმარტივებს ისიც, რომ დედაქალაქურ კლუბში ორი ჩემი თანამემამულე თამაშობს, მთავარი მწვრთნელიც ესპანელია. იმედი მაქვს, “საბურთალოს” მაღალი მიზნებისთვის ბრძოლაში დავეხმარები”, – განმარტა ახალ კლუბთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ სანტიაგო ხარა კოლადომ.



მსგავსი სიახლეები