“ჩელსიმ” “მილანზე” იმარჯვა (ვიდეო)
დღეს დილაადრიან აშშ-ში მიმდინარე ამხანაგურ ტურნირზე, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “მილანი” და “ჩელსი” დაუპირისპირდნენ.
როგორც მოსალოდნენლი იყო, პირველი წუთებიდანვე “ჩელსი” დაეუფლა უპირატესობას. ლონდონელებმა მალე ეს გოლშიც ასახეს – 24-ე წუთზე ტრაორემ წინ გაიყვანა მისი გუნდი. ზუსტად 14 წუთში “მილანმა” ანგარიში გაათანაბრა – ამის გაკეთება ბონავენტურამ შეძლო.
მეორე ტაიმში კიდევ ორი გოლი გავიდა – ორივე იტალიელელბის კარში. 70-ე წუთზე ოსკარმა პენალტი ზუსტად შეასრულა, ხოლო 79-ეზე კი ბრაზილიელმა მოთამაშემ დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში, 1-3 დააფიქსირა.