მახარაძის გამარჯვება უზბეკეთში
3 აგვისტოს, უზბეკეთის უმაღლესი ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩები გაიმართა. ქართველი ფეხბურთელის კახა მახარაძის ტაშკენტის “ლოკომოტივმა” საკუთარ მოედანზე “ნოვბახორი” მიიღო და მეტოქე 5:0 გაანადგურა.
საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელმა აღნიშნული შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ჩვენებურის “ლოკომოტივი” უზბეკეთის ჩემპიონატს 42 ქულით ლიდერობს.