“სპარტაკი” ჯანოს ახალ კონტრაქტს არ სთავაზობს
იმისდა მიუხედავად, რომ მოსკოვის “სპარტაკის” ქართველმა ლეგიონერმა ჯანო ანანიძემ სეზონი კარგად დაიწყო, რუსული კლუბი ჩვენებურისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას ჯერჯერობით არ აპირებს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მოსკოვურ გუნდთან კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე აკავშირებს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი “სპარტაკში” 2009 წელს გადავიდა და აქედან მოყოლებული კლუბში 103 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 14 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.