ლეგიონი: კობახიძის “ვორსკლა” ევროპა ლიგას გამოეთიშა
4 აგვისტოს, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი დაპირისპირება სანდრო კობახიძის “ვორსკლასა” და “ლოკომოტივას” შორის გაიმართა.
აღნიშნული გუნდების პირველი მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა. რაც შეეხება გუშინდელ შეხვედრას, უკრაინული კლუბი საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა და ევროპა ლიგას გამოეთიშა. ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.