მოურინიო: “მათი ქცევა არაეთიკურია”
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას აქტიურად უკავშრებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ინგლისელები მზად არიან ფრანგ მოთამაშეში ასტრონომიული, არაამქვეყნიური თანხა – 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ამასთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა და იურგენ კლოპმა განაცხადეს, რომ ამდენი ფულის გადახდა ერთ მოთამაშეში ფეხბურთის შეურაცხყოფაა.
ჟოზე მუორინიომ “არსენალისა” და :ლივერპულის” დამრიგებლების განცხადებას უპასუხა: “მათი ნათქვამი არაეთიკურია. მე მსგავს რამეს არასდროს ვიტყვი. პოლ პოგბა შესანიშნავი მოთამაშეა!”
” ჩვენ ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს. იცით, რა? სულ მალე 23 გვეყოლება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფრანგი 14 რიცხვამდე გადმოვიბიროთ,” – განაცხადა სეუ ჟოზემ.