დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (9 აგვისტო)
ოფიციალურად: პოლ პოგბა “მანჩესტერელია”
ფრანგმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ “მანჩესტერ იუნაიტედთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ ინფორმაციას მანჩესტერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვცერდიც ადასტურებს.
POGBA
6#POGBACK pic.twitter.com/J8zPNn3Y2N
— Manchester United (@ManUtd) August 9, 2016
ფრანკ დე ბურმა “ინტერი” ჩაიბარა
ამსტერდამის “აიაქსის” ყოფილი თავკაცი, ფრანკ დე ბური მილანის “ინტერის” მწვრთნელის პოსტზე დანიშნეს. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა “ნერაძურისთან” 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“მანჩესტერ სიტიმ” სტოუნზი გაიფორმა
“მაჩესტერ სიტის” ხელმძღვანელებმა დაადასტურეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “ევერტონის” აწ უკვე ყოფილმა მცველმა, ჯონ სტოუნზმა “ქალაქელებთან” 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. Sky Sports-ის ცნობით, ინგლისელში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი გადაიხადეს.
We are delighted to announce the signing of John Stones https://t.co/vLYKEPByQZ #WelcomeJohn pic.twitter.com/Qs4Ab0UN45
— Manchester City (@ManCity) August 9, 2016
“ლესტერი” ლუკას პერესს უახლოვდება
“ლესტერ სიტის” ხელმძღვანელებს ერთი ნაბიჯი აშორებთ “დეპორტივო ლა კორუნას” თავდამსხმელის, ლუკას პერესის ტრანსფერამდე. “მელიებს” პერესის გადასაბირებლად, რომელმაც ლა ლიგის გასულ სეზონში 17 გოლი გაიტანა, დაახლოებით 12.5 მილიონი სჭირდებათ.
დე ლაურენტისი ხვალ “ინტერის” აგენტს შეხვდება
“ნაპოლი” “ინტერის” არგენტინელ ფორვარდს, მაურო იკარდის უახლოვდება. ნეაპოლელთა პრეზიდენტი ხვალ იკარდის აგენტსა და “ნერაძურის” წარმომადგენელს შეხვდება, რათა მოლაპარაკებები აწარმოოს. შეგახსენებთ, რომ ერიკ ტოჰირი ფორვარდის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს იხდის.