პარეხა: “რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით”
სუპერთასის წაგების შედმეგ, “სევილიას” მოთამაშემ, ნიკო პარეხამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ჩვენ რამდენიმე სერიოზული შეცდომა დავუშვით, რომლებიც მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. ყველაფერს ვეცადეთ ბოლო წუთამდე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. არაუშავს, თავები უნდა ავწიოთ და სამ დღეში გასამართ ფინალზე ვიფიქროთ.”
“შეხვედრაში ყველანაირად ვცდილობდით, რომ ბურთი გვეკონტროლებინა და მადრიდელებზე უპირატესობა მოგვეპოვებინა. ხშირ შემთხვევებში ეს მოვახერხეთ, მაგრამ მცირე დეტალებში შევცდით, რომლებიც საბოლოოდ გამდაწყვეტი აღმოჩნდა. ყველაფერს გამოვასწორებთ, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს!” – განაცხადა “სევილიას” მოთამაშემ.