კარიკატურა: კარვახალმა მატარებლივით ჩაიქროლა (ფოტო)
გუშინ გაიმართა სუპერთასის შეხვედრა მადრიდის “რეალსა” და ანდალუსიის “სევილიას” შორის, რომელიც, საბოლოოდ, ნომინალური მასპინძლების გამარჯვებით 3-2 დასრულდა. “ოქროს გოლი” ესპანელი მარჯვენა მცველის, დანიელ კარვახალის ანგარიშზეა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს მატარებლივით ჩაუქროლა ანდალუსიელთა დაცვას და სერხიო რიკოს კარი აიღო.
ნახსენებ ფაქტთან დაკავშირებით ომარ მომანიმ სახალისო კარიკატურა შემოგვთავაზა.