რიო 2016: უცნობი პირები ჟურნალისტთა ავტობუსს თავს დაესხნენ
ამოუცნობმა საგანმა იმ ავტობუსის ორი ფანჯარა ჩაამსხვრია, რომელსაც რიოში ჟურნალისტთა გადაყვანა ევალებოდა. საბედნიეროდ, სერიოზულად არავინ დაშავებულა.
“ამ დროისთვის, ზუსტად არ ვიცით, ტყვია ესროლეს ავტობუსს, თუ ეს უბრალო ქვა იყო,” განუცხადა პრესის წარმომადგენლებს რიოს ოლიმპიადის სპიკერმა მარიო ანდრადამ.
ანდრადას თქმით, ავტობუსს 12 ჟურნალისტი გადაყავდა, რომელთაგან სამმა მცირე დაზიანება მიიღო.
“სროლის ხმა მომესმა, რის შემდეგაც, ავტობუსის ორი ფანჯარა ჩაიმტვრა და დატოვა ორი კვალი, რომელიც ადასტურებს, რომ ეს ტყვია იყო.” – განაცხადა დევიდ დეივსმა, ბრიტანელმა ფოტოგრაფმა.
ამ ინციდენტის შემდეგ, რიოში უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაძლიერდება.
შეგახსენებთ, რომ რიოს უსაფრთხოებას აქამდე 85,000 ჯარისკაცი და პოლიციელი იცავდა – მათი რაოდენობა ორჯერ ნაკლები იყო ლონდონის ოლიმპიადაზე.