დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (13 აგვისტო)
ძაძა “ვოლფსბურგთან” მოლაპარაკებებს იწყებს
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, სიმონე ძაძა დღეს ვოლფსბურგში ჩავა, სადაც “ვოლფსბურგის” ხელმძღვანებლობასთან მოლაპარაკებებს დაიწყებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანული კლუბი იტალიელ ფეხბურთელში 25 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.
კულიბალი “ჩელსიში”?
ლონდონის “ჩელსის” “ნაპოლის” მცველი, კალიდუ კულიბალის შეძენა სურს. თუმცა, ნეაპოლელები ფეხბურთელს 45 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაასხვისებენ.
გვარდიოლას ტერ შტეგენი სურს
The Mirror-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას თავის გუნდში “ბარსელონას” მეკარის, ტერ შტეგენის ხილვა სურს. თუმცა, ამ ეტაპზე, ტრანსფერის განხორციელების შანსი ძალიან დაბალია.
ერიქსენი და “ტოტენჰემი” ახალ კონტრაქტზე ფიქრობენ
კრისტიან ერიქსენს “ტოტენჰემში” დარჩენის სანაცვლოდ უფრო დიდი ხელფასი სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დანიელი ნახევარმცველი 150 000 ფუნტ სტერლინგს ითხოვს.
“არსენალი” ბონის შეძენას შეეცდება
არ არის გამორიცხული, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლონდონის “არსენალმა” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, ვილფრიდ ბონი შეიძინოს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონელები კოტდიუვარელ თავდამსხმელში 30 მილიონი ფუნტ სტერლინგის გადახდას აპირებენ.