ირაკლი ბოლქვაძე უდანაშაულოა
ქართველმა მოცურავემ, ირაკლი ბოლქვაძემ სოციალურ ქსელ Facebook-ში განცხადება გამოაქვეყნა და საზოგადოებას გასაჩივრებული დოპინგ-ტესტის პასუხები ამცნო.
შეგახსენებთ, რომ რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე 21 წლის სპორტსმენი დოპინგ-ტესტზე ჩავარდა, რის გამოც მის მაგივრად ირაკლი რევიშვილმა იასპარეზა. საბოლოოდ, გასაჩივრების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბოლქვაძე უდანაშაულოა.
“ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთვარი გამარჯვებები წინ არის!”